logo
ENG



ზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში

01 ნოე 202211:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/88ve4s3zyq5wbmi.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში.

"რუსული აგრესიის ყოველი გამოვლინების მიღმა დგანან ისინი, ვინც დაგეგმა, მოაწყო, გაამართლა ეს ყოველივე და ხელი არ შეუშალა მის დასრულებას," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უცხოელი იურისტები სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ, რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისა და რუსული აქტივების კონფისკაციისთვის.

"გიწვევთ, შეუერთდეთ ამ საქმეს. ეს არის შესაძლებლობა, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც ამ ომის მსხვერპლი გახდნენ," - განაცხადა ზელენსკიმ.

გუშინ დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს. ამასთან, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.


close დახურვა