უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვივში ერდოღანთან და გუტიერეშთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საოკუპაციო ძალები სრულად დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას.
თურქეთის პრეზიდენტმა ამავე შეხვედრის შემდეგ გაანცხადა, რომ ზელენსკიც და გუტიერეშიც თანხმდებიან, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.
„მთავარია განისაზღვროს გზა მოლაპარაკებების მაგიდამდე“ - გაანცხადა პრეზიდენტმა.
სამმხრივი შეთანხმებისას, მისი თქმით განიხილეს სტამბულის მარცვლეულის შესახებ შეთანხმების გამოყენება განგრძობადი მშვიდობის მიღწევისთვის.
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები არა დიალოგის ფორმატში არ მიმდინარეობს და რუსეთი უკრაინას ულტიმატუმებს უყენებს. ზელენსკის თქმით, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი რეფერენდუმებს გამართავს, უკრაინა მოსკოვთან მოლაპარაკებებს აღარ განიხილავს.
ლვივში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გაეროს მდივანს ანტონიო გუტიერეშს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის დელეგაცია: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰაკან ფიდანი და პრეზიდენტის პრეს მდივანი იბრაჰიმ კალინი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზებით დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯებს განიხილავდნენ.