logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსეთი შიდა დესტაბილიზაციის მოწყობას, შემდეგ უკრაინიას ოკუპაციას გეგმავდა

27 მარ 202221:19
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, რუსეთი შიდა დესტაბილიზაციის მოწყობას, შემდეგ უკრაინიას ოკუპაციას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გეგმაში იყო ჯერ უკრაინაში შიდა დესტაბილიზაციის მოწყობა, შემდგომ კი, მთლიანად ქვეყნის ოკუპაცია. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასეთი ინფორმაცია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნის დაზვერვებსაც ჰქონდათ. 

"რუსეთი ვერ ხედავს უკრაინის დამოუკიდებლობას, მთელი ტრაგედია ამაშია. რუსეთი ვერ აღგვიქვამს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ის აღგვიქვამს როგორც ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილს, რომლის სათავეშიც საკუთარ თავს ხედავს რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი...იმ პოლიტიკურ ჯგუფებს [რომლებსაც ეს ევალებოდათ] დესტაბილიზაცია არ გამოუვიდათ. ესკალაცია ამ გეგმებში შედიოდა. რუსეთის ხელმძღვანელობას ალბათ ეუბნებოდნენ რომ - აქ ველოდებით ღიმილით და ყვავილებით ხელში, სიტუაცია ძალიან ცუდია, მოქმედ პრეზიდენტს [ზელენსკის] მოსახლეობა მხარს არ უჭერს, პარტიას მხარს არ უჭერენ და შეგვიძლია. ამაში დარწმუნებული ვარ 99.9% და აქ უკვე ყინული დაიძრა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 რუს ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს. 


close დახურვა