logo
ENG



ზელენსკის თქმით, სამხედრო დახმარებაზე გადაწყვეტილებები ერთი წლის დაგვიანებით მიიღება

21 მაი 202408:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/ndyj6lwisdahnxl.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლომირ ზელენსკი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებებს დაგვიანებით იღებენ.

"ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯერ ჩვენ და შემდეგ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიღებთ, თითქმის ერთი წლით აგვიანებს", - განაცხადა ზელენსკიმ Reuter-თან ინტერვიუში.

სამხედრო დახმარების მიწოდება, კერძოდ ისეთი საშუალებების, როგორიცაა Patriot-ის სისტემები, ზელენსკიმ შეაფასა, როგორც "ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან". მისი თქმით, უკრაინას Patriot უფრო ადრე რომ მიეღო, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის ობიექტებზე ბევრ რუსულ თავდასხმას აირიდებდა თავიდან.

"უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი 300 თვითმფრინავს იყენებს. მინიმუმ 120-130 თვითმფრინავი გვჭირდება, რათა ცაში წინააღმდეგობა გავუწიოთ", - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ თუ ქვეყნები თვითმფრინავების დაუყოვნებლივ ვერ აწვდიან, მათ NATO-ს მეზობელი ქვეყნებიდან მათი აფრენა და რუსული რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ.

უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის მათ დასავლური იარაღი არასდროს გამოუყენებიათ, რადგან მოკავშირეები ამის წინააღმდეგ გამოდიან.

"ჯერჯერობით დადებითი არაფერია", - განაცხადა მან.


close დახურვა