logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინა G20-ს სამიტზე არ ჩავა, თუ მასში მონწილეობას პუტინი მიიღებს

03 ნოე 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, უკრაინა G20-ს სამიტზე არ ჩავა, თუ მასში მონწილეობას პუტინი მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის დიდი ოცეულის (G20) სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ მას ვლადიმერ პუტინი დაესწრება.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა დაგეგმილი სამიტისთვის ემზადება. ზელენსკი ამბობს, რომ ინდონეზიის პრეზიდენტს, სადაც G20 გაიმართება, დღეს ესაუბრა და მისგან კიდევ ერთხელ დაპატიჟება მიიღო.

"თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი სამიტში მონაწილეობას მიიღებს, უკრაინა სამიტს არ დაესწრება. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ჩვენ ისევ დაგვპატიჟეს. შევხედავთ, სამიტამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი", - თქვა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბალიზე ჩასვლას.

 

 


close დახურვა