logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის აშშ-სგან სამხედრო დახმარების პაკეტი კრედიტით მიიღოს

06 აპრ 202422:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/sw898oub2njjmr7.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის აშშ-სგან სამხედრო დახმარების პაკეტი კრედიტით მიიღოს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას ურჩევნია დახმარება მიიღოს ახლა კრედიტით, ვიდრე უფასოდ, თუმცა გვიან.

"განიხილება ძალიან ბევრი ვარიანტი. ცოტა ხნის წინ ერთი სენატორი იყო და ის ამბობდა: "და შენ დათანხმდები კრედიტით ფულს? თუ მაგალითად, გეტყვიან რომ ფული კრედიტით არის, თუ არ მიიღებ?" მე ვუპასუხე: "რისთვის არის საჭირო არჩევანის გაკეთება, თუ სხვა არჩევანი არაა? ჩვენ თანახმა ვართ ნებისმიერ ვარიანტზე".

უფრო მეტსაც გეტყვით, თუ თქვენ შემოგვთავაზებდით დახმარების პაკეტის მოცემას კრედიტით დღესვე, ან 1 წელიწადში უფასოდ, ჩვენ ვიტყოდით - დღესვე. აქ არანაირი არჩევანი არაა. ჩვენ გვინდა გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. ამას სხვადასხვა გზებით ვცდილობთ", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა