logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, ნეიტრალიტეტი განიხილოს, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს

28 მარ 202200:18
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, ნეიტრალიტეტი განიხილოს, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზად არიან, უკრაინის ნეიტრალიტეტი განიხილონ, თუმცა საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რადგან კონტიტუციაში მსგავს ცვლილებას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება.

მისივე თქმით, მზად არიან, დათმობაზე წავიდნენ ქვეყნის არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებითაც. 

"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი - მზად ვართ, ამაზე წავიდეთ. ეს იყო ყველაზე პრინციპული რუსეთისთვის. რამდენადაც მახსოვს, ამის გამო დაიწყეს ომი", - თქვა ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან ინტერვის დროს.

მისივე განცხადებით, რეფერენდუმი ვერ ჩატარდება, სანამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი იქნება. 


close დახურვა