ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 13 მაისს უკრაინამ რუსეთის მიერ აღებული 6 დასახლება დაიბრუნა, მთლიანობაში კი, რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაბრუნებულია 1 015 ქალაქი და სოფელი.
უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის ტერიტორიაა ის, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს.
ვოლოდიმირ ზელენსკისვე განცხადებით, უკრაინამ ამ ადგილებში აღადგინა ელექტროენერგია, წყლის მარაგები, კომუნიკაცია, ტრანსპორტი და სოციალური სერვისები.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ხარკივის რეგიონის თანდათანობით გათავისუფლება ადასტურებს, რომ "ისინი მტერს არავის შეატოვებენ".