logo
ENG



ზელენსკის ისტორიული მიმართვა აშშ-ს კონგრესში

16 მარ 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

ვოლოდიმირ ზელენსკის ისტორიული მიმართვა მოისმინა კონგრესმა - მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით - "მე მაქვს ოცნება", რომ ჩაიკეტოს ცა, რათა გადარჩეს ჩემი ხალხი, რომელიც რუსულ აგრესიას მესამე კვირაა, იგერიებს. უკრაინის პრეზიდენტს ორივე პალატა ტაშს ხანგრძლივად უკრავდა. პარალელურად მსოფლიო ახლა ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაზუსტებას ელოდება, ფინალურ სტადიაზეა ზელენსკი-პუტინის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები. უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი ნეიტრალიტეტია, მაგრამ კიევი სანაცვლოდ ამბობს, რომ ნეიტრალიტეტი იქნება მხოლოდ უკრაინული მოდელით და მხოლოდ უსაფრთხოების უტყუარი გარანტიებით.


close დახურვა