logo
ENG



ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი გერმანიის პროკურატურის გამოძიების ვარაუდებს ეთანხმება

05 დეკ 201908:31
3 წუთის საკითხავი
 
efmrjrqowjo1e9g.jpg

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი გერმანიის პროკურატურის გამოძიების ვარაუდებს ეთანხმება. ჩეჩენი მებრძოლის ახლობლები მისი მკვლელობის საქმეში რუსეთის ხელს თავიდანვე ხედავდნენ. "ფორმულასთან" საუბარში ხანგოშვილის ბიძაშვილი აცხადებს, რომ ოჯახისთვის გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევების ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა. 

"მკვლელობის დღიდანვე ვიცოდით, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების დანაშაული იყო. ვიცით, რომ გამოძიებამ მიმართა რუსეთის საელჩოს და ქვეყნიდან გააზევეს ორი ეჭვმიტანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ ჩვენ არ ველოდით, რომ გერმანია რუსეთთან ურთიერთობას ხანგოშვილის გამო დაძაბავდა“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რუსული მხარე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. დამნაშავე დაკავებულია, გერმანული მხარე კი ვარაუდობს, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურის მიერაა ორგანიზებული.

 

 

 


close დახურვა