logo
ENG



ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს

21 ნოე 201908:48
3 წუთის საკითხავი
 
xfu7ol9qf42ml4e.jpg

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. მიგრაცის საკითხთა ფედერალური უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მანანა ცატიევასა და მის ოთხ შვილს გერმანიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიენიჭა. ინფორმაციას „შპიგელი" ავრცელებს. გამოცემასთან ინტერვიუში მოკლული ხანგოშვილის მეუღლე განმარტავს, რომ მოხარულია, რადგან დევნილის სტატუსით თავისი პროფესიით მუშაობას შეძლებს. თავდაპირველად ხანგოშვილის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცეს და გერმანიაში დარჩენის უფლება ნოემბრის ბოლომდე დართეს. ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს საველე მეთაური იყო.


close დახურვა