logo
ENG



ზელნესკი ჩინეთის გეგმაზე: ეს არ არის სამშვიდობო გეგმა, მაგრამ უკვე რაღაც არის

25 თებ 202301:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/3hq0zg3xamqp8p1.jpg

პრეზიდენტი ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ ჩინეთის წინადადება უკრაინაში ომის გადაწყვეტის შესახებ სამშვიდობო გეგმაა, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე კარგია, რომ ჩინეთი უკრაინაზე საუბრობს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ომის დაწყების წლისთავს მიეძღვნა.

"ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩინეთის მშვიდობის გეგმა, არც რეზოლუცია და დეკლარაცია. ვფიქრობ, რომ ჩინეთმა თავისი შეხედულება გვაჩვენა", -

ზელენსკის თქმით, ჩინეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, მისი აზრით, ჩინეთი შეხედულება ბირთვულ უსაფრთხოებაზე ემთხვევა უკრაინისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს.

"არის რაღაც პუნქტები, რაც ჩემთვის გასაგებია, არის შეხედულებები, რომლებსაც არ ვეთანხმები, მთელი მსოფლიო არ ეთანხმება, მაგრამ ასე თუ ისე, ეს უკვე რაღაც არის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

ჩინეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა რუსეთიც და აფასებს "ჩინელი მეგობრების გულწრფელ სურვილს, წვლილი შეიტანონ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში". ამის შესდახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება; პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

ამასთან, ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტუებული თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები მაგალითად ცეცხლის შეწყვეტაზე.


close დახურვა