logo
ENG



ზემო სვანეთის გზაზე კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა შეჩერებულია

06 დეკ 202115:22
3 წუთის საკითხავი
 
ზემო სვანეთის გზაზე კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა შეჩერებულია

ზემო სვანეთის გზაზე, მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე კლდე ჩამოიშალა. 

მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. 

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.

ასევე, ელოდებიან სპეციალისტების ჯგუფს, რათა მოხდეს ქანების შესწავლა.

მესტიაში მცხოვრები 8 ადამიანი, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების გამო გზის გავლა სჭირდებოდათ, მაშველებმა გადაიყვანეს. 

უცნობია, რა დრო დასჭირდება გზის გახსნას, თუმცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კულუხაშვილის თქმით, ეცდებიან, მოძრაობა მაქსიმალურად მოკლე დროში აღდგეს. 


close დახურვა