ზემო სვანეთის გზაზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
კლდის ჩამოშლის გამო, დღეს, დღის განმავლობაში აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.
მესტიაში მცხოვრები 8 ადამიანი, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების გამო გზის გავლა სჭირდებოდათ, მაშველებმა გადაიყვანეს.