ზესტაფონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჩავარდა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შედეგად 4 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.