ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლამდე კაცი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ ერთი პირია დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.