logo
ENG



ზვიად კორძაძე: არავის არ უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი გიორგი გახარიაა

21 ოქტ 201914:51
3 წუთის საკითხავი
 
vdyl0slwpb4jf90.png

მამუკა ხაზარაძის უფლებადამცველებმა დღეს წერილის ორიგინალი მედიას წარუდგინეს. ისინი აცხადებენ, რომ არ იციან რა მოხდება მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში, მთავარ მბრალდებელთან აღმოჩნდება წერილი და მეტი უსაფრთხოებისთვის, ის ჯერ მედიას წარუდგინეს.

ადვოკატები ხაზგასმით ამბობენ, რომ წერილი გახარიასგან იყო თუმცა, ვინ იყო შუამავალი, ამის შესახებ ინფორმაციას იტყვიან იმ გამომძიებლებთან, რომლებიც მათ საქმეს ჩაიბარებენ.

"არავის არ უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არ არის ვისგანაც წერილი გადმოგვეცა, ადრესატი არის ის ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძიების დასადგენი. ამასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნება საბუთები და თქვენ ძალიან მალე, როგორც კი გამოძიება დაიწყება რეალურად, პირი რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ და მისმა ადვოკატებმა პროკურატურაში წერილის დედანი მიიტანეს. ხაზარაძის განცხადებით ის გამოძიებას არ ენდობა.


close დახურვა