ზვიად კუპრავა მასზე თავდასხმის ფაქტზე გამოკითხეს, გამოძიება დაწყებულია, თუმცა არც დაზარალებული და არც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ ელოდებიან, რომ მოძალადეებს „ქართული ოცნების“ პირობებში ძალოვანი უწყება დასჯის. მოლოდინს ხელისუფლების ოპონენტებს განსხვავებული აზრის მქონე პირებზე გახშირებული და გამოუძიებელი ანგარიშსწორება უქმნის.
ზვიად კუპრავას თავს სახლის სადარბაზოში დაესხნენ. დაზიანებები თავზე მას ე.წ. კასტეტითა და ღვინის ბოთლით მიაყენეს. კუპრავა ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან ერთის ამოცნობა შეუძლია.
კუპრავას ცემის ფაქტს მმართველი გუნდიც გამოეხმაურა, გია ვოლსკის განცხადებით, კუპრავას ცემა ოპოზიციას აწყობდა.
ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ძალადობის ჩადენას გულისხმობს.