logo
ENG



ზვიად კუპრავა ოფიციალურად დაზარალებლად ცნეს

03 მარ 202013:30
3 წუთის საკითხავი
 

 

სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი ზვიად კუპრავა ოფიციალურად დაზარალებულად ცნეს. კუპრავას ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ჯგუფურად ძალადობის ჩადენას გულისხმობდა, თუმცა მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

კუპრავა საქმეზე „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვს, ვინაიდან კუპრავას განცხადებით სწორედ ვოლსკის აქვს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც კუპრავას თავს დაესხა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ორი უცნობი თავს 27 თებერვალს თავს დაესხა. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული.

 


close დახურვა