logo
ENG



ზვიად კუპრავას დღეს დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ

03 მარ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი, ზვიად კუპრავა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში იმყოფება. დღეს მას დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ. თავად კუპრავას ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს. ის მოითხოვს „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დაკითხვას, როგორც კუპრავა აცხადებს, ვოლსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც ზვიად კუპრავას თავს დაესხა.

„როგორც მითხრეს უნდა მომანიჭონ დაზარალებული სტატუსი, მოლოდინი ამ ხელისუფლების პირობებში არ მაქვს, დარწმუნებული ვარ არ მოხდება ამ საქმის გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ძალიან მალე, როგორც შემკვეთი, ისე შემსრულებელი, იქნება დასჯილი. შემკვეთში ვგულისხმობ "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს, მაგალითად ფარცხალაძეს რომელზეც მაქვს ძალიან დიდი ეჭვი და ასევე გიორგი ვოლსკის, რომლის დაკითხვასაც მე დღეს მოვითხოვ“,-განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ორი უცნობი თავს 27 თებერვალს დაესხა. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული.

 


close დახურვა