ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს და თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
ზვიად კუპრავას ბრალი სსსკ-ის 317-ე და 353-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
