logo
ENG



ზვიად ქორიძე: საბჭოს ეს წევრები ზუსტად ამ დათქმით აირჩიეს, რომ მათ აერჩიათ კოხრეიძე

03 დეკ 201922:48
3 წუთის საკითხავი
 
ivxfi0x4mcaxzgl.jpg

ზვიად ქორიძის აზრით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები იმ პირობით იქნენ არჩეულნი, რომ ისინი გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნას მისცემდნენ ხმას. მისი აზრით, პროცესიც კი ამას მოწმობდა, როცა კოხრეიძესთან საბჭოს წევრებს არანაირი კითხვა არ ჰქონიათ.

„მე დარწმუნებული ვარ, საბჭოს ეს წევრები ზუსტად ამ დათქმით აირჩიეს, რომ მათ აერჩიათ კოხრეიძე. კითხვაც კი არ ჰქონიათ კოხრეიძის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვან პროფესიულ და მართვის საკითხებზე კითხვაც კი არ ჰქონიათ და ამიტომ ვუყურებთ ჩვენ ახლა ამ შედეგს. მე გულთმისანი კი არ ვიყავი და იმიტომ კი არ მივიღე ეს [მაუწყებლიდან წამოსვლის] გადაწყვეტილება, არა - მე პერსონალურად მქონდა მასთან დისკომფორტი და არც კი მივიდოდი მასთან, რომ მეთქვა, რაში შეიძლება, რომ დაგეხმაროთ და რაში შეიძლება, გამოგადგეთ. ჩვენ ღიად ვუყურებთ როგორ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ნგრევის პროცესი იმიტომ, რომ თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან რთულ პროცესებს გადის და ალბათ აქაც, მე დარწმუნებული ვარ, არიან ჟურნალისტები, რომლებიც უბრალოდ ვერ ახერხებენ, რომ შეცვალონ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივად ჩამოყალიბების პროცესი", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე სოფო ზურაბიანის სტუმარი იყო გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“, სადაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე მიმდინარეობდა მსჯელობა.


close დახურვა