logo
ENG



ზვიად ციკოლია: ჟურნალისტები გავიდნენ სამუშაოს შესასრულებლად და პოლიციამ დაიწყო მათი შეკავება

18 ნოე 201918:52
3 წუთის საკითხავი
 
fwjhl8jh6ukjeo6.png

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ პოლიციამ ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ციკოლიას თქმით, არ შეიძლება საკუთარი ხალხის მიმართ ძალის გამოყენება.

„ჟურნალისტები გავიდნენ სამუშაოს შესასრულებლად და პოლიციამ დაიწყო მათი შეკავება. ამ თხელი გოგოს მიმართ ამხელა ძალის მამაკცები ასეთ ძალას რომ იყენებენ, არ ვიცი... არაადეკვატურობა ხდება ქვეყანაში. მგონი, დროა დაჯდეს ყველა და გაიაზროს, რომ არ შეიძლება საკუთარი ხალხისა და მით უმეტეს, ქალბატონების წინააღმდეგ ასეთი ძალის გამოყენება. ჟურნალისტი ასრულებს თავის მოვალეობას, აშუქებს, ხო არ აფუჭებს? ესეც არ შეიძლება?," - განაცხადა ციკოლიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.

ამის შემდეგ სპეცრაზმა აქციის მონაწილეები დაშალა და რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელს ბოქლომები მოხსნა.


close დახურვა