logo
ENG



ზვიადაურის დაჭრა - ადგილობრივების ცნობით, კონფლიქტში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა

20 ივლ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

ახმეტაში სროლა და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის ყოფილი წევრის, ოლიპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურისა და მისი მეგობრის ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 30-მდე პირი მონაწიელობდა. ადგილზე მობულიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი. ზურაბ ზვიადაურთან ერთად გულ-მკერდის არეში მსუბუქი ჭრილობები აქვს ძიუდოისტ ვანო დავითაშვილსაც.

„ფორმულას“ ინფორმაციით კონფლიქტი მიზეზი ზურაბ ზვიადაურის და გიორგი ქისტაურს შორის 2013 წელს დაწყებული დაპირიაპირებაა. თუმცა, ზვიადაურთან კონფლიქტის თავის არიდების გამო ადგილობრივები ღიად არც კონფლიქტის დეტალებზე და არც მომხდარის მიზეზე არ საუბრობენ. 

ზვიადაურსა და ქისტაურს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქისტაურმა  2013 წლის 1 იანვარს,  ოლიმპიური ჩემპიონის სახლი დაცხრილა. მაშინ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურამ ქისტაურს დააკავა თუმცა, მას ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

ასევე ცნობილია, რომ კონფლიქტი 2014 წელს გაგრძელდა.  მდინარე ილტოზე საბანაოდ მყოფ გიორგი ქისტაურს, პრესაში მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბ ზვიადაურის ახლობლებმა სახე დაუსერეს. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციას ამ ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია. 

ქისტაურის და ამბობს, რომ ზვიადაური  ძველი დაპირისპირების გამო მისი ძმის გამოწვევას მუდამ ცდილობდა. გუშინ ღამით, კი ქისტაური კონფლიქტში არ მონაწილეობდა. მისი თქმით, ზვიადაურმა და დავითაშვილმა დაზიანებები ერთმანეთს მიაყენეს. 

ქისტაურის ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ კონფლიქტში მონაწილე დავითაშვილს ოაჯხის წევრები. მათი თქმით, არც ზვიადაური და არც ვანო დავითაშვილი ცივ იარაღას თან არ ატარებდნენ.  

ორივე დაშავებული გვიან ღამით ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ და ამ დროისთვის ორივე მათგანი უკვე გაწერილია

მომხდართან დაკაშირებით ახმეტის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 


close დახურვა