logo
ENG



ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ციხეს 4 თვეში დატოვებს

16 ნოე 202512:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/16/0f05w1l8980rrvq.jpg

ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის ციხეს 4 თვეში 5000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვებს.

ზვიადაური ციხეს 4 თვეში 5 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვებს. მას საპროცესო შეთანხმება ჯარიმისა და 6-თვიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ გაიუფორმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი 2021 წლის 17 აგვისტოსაც დააკავეს - მაშინ მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ზურაბ ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. იმავე წლის 4 დეკემბერს ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


close დახურვა