logo
ENG



ზილფიმიანი: მელიას მამამ სტენტები ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ

15 თებ 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock 2915
ზილფიმიანი: მელიას მამამ სტენტები ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ
ფორმულა

ევროპული სოციალისტების წევრი, დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს. 

როგორც ამბობს, ამისთვის 2 მიზეზი აქვს: 

"მხიარულ ნოტაზე იმას ვიტყვი, რომ იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ.

სერიოზულ ნოტაზე, მაინც არ დავუჭერ მხარს. იმ მიზეზით, რომ ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები. ძალიან მინდა, გულით გავიგო ის იურიდიული ნორმები, რის საფუძველზეც ეს ხდება. ჩემთვის გაუგებარია. მარტო ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ჩემთვის საკმარისი არ არის". - თქვა მან. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. 

ამის გამო პარლამენტი გეგმავს, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნას - შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რათა შემდგომ საშუალება ჰქონდეს, სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს.  

შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მიიღებს. 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 


close დახურვა