პატრიოტთა ალიანსიის სიით პარლამენტში შესული დავით ზილფიმიანი გამოდის ინიციატივით, პოლიციის მანქანებს დააწერონ - თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა. ამის შესახებ მან პარლამენტში თქვა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
"ნიუ იორკის პატრულის დევიზი არის CPR - Courtesy, Professionalism და Respect. ეს წარწერა თუ იქნება ჩვენი საპატრულოს მანქანებზე, კაი იქნება", - თქვა ევროპელი სოციალისტების წევრმა.
ზილფიმიანის თქმით, საკითხს არ უდგება ისე, რომ რახან ოპოზიციაა, შინაგან საქმეთა მინისტრი აუცილებლად კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაატაროს. მან მინისტრს მიმართა, რომ შსს ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა იყოს.