logo
ENG



ზოდელავა მელიას საქმეზე: საქმე ახლა ჩამოიღეს იმისთვის, რომ ნიკა მელია დაესაჯათ

02 დეკ 201922:25
3 წუთის საკითხავი
 
bvim8a2ftnjj0up.jpg

„ეს იმ ბევრი საქმიდან ერთ-ერთია, რომელიც 2013 წელს იქნა წამოწყებული და ახლა ჩამოიღეს იმისთვის, რომ ნიკა მელია დაესაჯათ“,-აღნიშნული განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ გადაცემაში სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ გააკეთა.

ზოდელავამ გადაცემაში ნიკა მელიას დღევანდელ სასამართლოზე ისაუბრა, მისი თქმით ძველი საქმეები პროკურატურამ იმისთვის ჩამოიღო, რომ ნიკა მელია გააგდონ პარლამენტიდან.

„ეს იმ ბევრი საქმიდან ერთ-ერთია, რომელიც 2013 წელს იქნა წამოწყებული და ახლა ჩამოიღეს იმისთვის, რომ ნიკა მელია დაესაჯათ და როგორც ჩანს აქ ადეიშვილიც მოჰყვა, იმიტომ რომ იყო ამ საქმეში თავიდანვე ბრალდებულად. ისე განვითარდა დღეს მოვლენები, იმგვარად წაიყვანეს ეს შეკერილი საქმე, რომ მელია გამოაგდონ პარლამენტიდან. ეს 7 წლის ნათრევი საქმე, რომელზეც არანაირი აქტიური მოქმედებები არ განხორციელებულა და ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალი იყო წაყენებული 20 ივნისის საქმეზე, რომელზეც ის გირაოს ქვეშ იმყოფებოდა და ეს საქმე რამდენიმეჯერ ჩაინიშნა და მიმდინარეობდა და უეცრად ახლა ჩამოიღეს ეს ძველი საქმე“,-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

შეგახსენებთ 2 დეკემბერს ნიკა მელია 7 წლის წინანდელი საქმის გამო გაასამართლეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე მელია ნაწილობრივ გაამტყუნეს, ჯარიმა დააკისრეს და  საპარლამენტო საქმიანობას ჩამოაშორეს. 


close დახურვა