logo
ENG



ზოიძე მეუფე იაკობზე: უფრო დავინტერესდებოდი თუ რამ აიძულა ასეთი ამბების მოყოლა

28 ოქტ 201919:21
3 წუთის საკითხავი
 
8c8zh3hao2nge55.png

საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას სთხოვს. დეპუტატები ამბობენ, რომ უწყებამ ბოდბის მიტროპოლიტის მიერ გაკეთებული განცხადებები დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე აცხადებს, რომ მეუფე იაკობის განცხადებები გენერალურმა პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს.

„მე არ ვაპირებ შეფასებას თუ რატომ დაიწერა ქორეპისკოპოსის განცხადება ან რატომ დააკმაყოფილა ის პატრიარქმა. ეს არის ეკლესიის საქმე, რომელშიც პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ, ისევე როგორც ეკლესია არ უნდა ერეოდოდეს პოლიტიკაში. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ავრცელებს მაღალი იერარქი ჭირდება შესაბამისი რეაგირება და ამისთვის არსებობს გენერალური პროკურატურა,“ - განაცხადა კახიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ უნდა იქცეს ეპისკოპოსის დაბარების ადგილად.

„დიდი ხანია ვიცნობ, რამდენჯერმე შევხვედრივარ და მახსოვს ის იყო ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მან რაღაცა დავალებით ან სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ასეთი განცხადების გაკეთება. ასევე არ მიმაჩნია სწორად, რომ პარლამენტი გადაიქცეს ეპისკოპოსის დაბარების ადგილად,“ - განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ მთავარი დადგინდეს რამ აიძულა მეუფე იაკობს ასეთი განცხადებები გაეკეთებინა. 

„გაუგონარი ამბები მოყვა მეუფემ. მე უფრო დავინტერესდებოდი თუ რამ აიძულა ასეთი ამბების მოყოლა,“ - აცხადებს ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება იაკობმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. იქამდე კი მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მაშინდელი პრიემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მას, გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.


close დახურვა