logo
ENG



ზონდერ უსაფრთხოების უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში - ხმაური საკრებულოში

17 დეკ 201915:22
3 წუთის საკითხავი
 
csiyvvurmskiny6.jpg

მორიგი დაპირისპრიება საკრებულოში - ოპოზიციას, რომელიც მედიასთან განცხადებას აკეთებდა, "ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი დაუპირსპირდა და კომენტარი შეაწყვეტინა. მის ამ ქმედებას ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ომკავშირელებო" - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბექა დავითულიანსა და "ქართული ოცნების" სხვა წევრებს, რომლებიც ოპოზიციას პროტესტის სეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. დავითულიანის ტქმით, კუხიანიძის გათავოისუფლების გადაწყვეტილებს მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობა მიიღებს და ეს ოპოზიციის პრეროგატივა არ არის.

„ზონდერ უსაფრთხოების უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში და იცავენ ადამიანს, რომელმაც შეურაცხყო ჩვენი საზოგადოების ღირსება“,- ამ განცხადებას აკეთებდა "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია, როდესაც მასთან უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. 

ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას საკრებულოში აქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნდა და ის უნდა დაკმაყოფილდეს - კუხიანიძემ თანამდებობდა უნდა დატოვოს.

„დღეს ჩვენ რაც ვნახეთ საკრებულოში ეს იყო კიდევ ერთხელ ნიღბის მოხდა "ქართული ოცნებისგან" ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიციელები, ზონდერ უსაფრთხოების უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში და იცავენ ადამიანს, რომელმაც შეურაცხყო ჩვენი საზოგადოების ღირსება. კუხიანიძე არის გავრილოვი 2, რომელიც თავს ესხმის ციხეში მყოფ ვაჟა ექიმს და რა თქმა უნდა ამაზე საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე რეაქცია. ორი დღეა ვთხოვთ კუხიანიძის გაგდებას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოძრაობა “შეცვალეს“ აქტივისტები შევიდნენ. ისინი პოლიციამ საკრებულოს შენობიდა ძალის გამოყენებით გამოიყვანა.


close დახურვა