logo
ENG



ზონდერი შენ ხარ - ქობულეთის მერსა და ენმ-ს წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

03 დეკ 201912:34
3 წუთის საკითხავი
 
9i3bweohesnak4l.jpg

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აჭარაში - ერთმანეთს ქობულეთის მერიაში მერი და ენმ-ს  წევრები დაუპირისპირდნენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს ზონდერი უწოდა, რაზეც მერმა უპასუხა: ზონდერი შენ ხარ! 

მოგვიანებით, პოლიციამ შენობიდან რამდენიმე დეპუტატი გაიყვანა.

როგორც შსს-ში "ფპრმულას" განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაკავებულია 1 პირი. მას ადმინისტრაიცულ სამართალდარღვევათა კოდექსით წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.


close დახურვა