ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა.
როგორც ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული გოდერძის, შატილის და ჯვრის უღელტეხილებზე.
გარდა ამისა, ქვის ცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, გუშინ ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო ხაიში-ლახამულას მონაკვეთზეც, თუმცა ადგილზე ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.