ზუგდიდის დრამატული თეატრის დასი ახალდანიშნული დირექტორის წინააღმდეგია. მსახიობების ნაწილი კულტურის სამინისტროს მიმართავს და ზურაბ ეგუტიას დანიშვნას აპროტესტებს.
ისინი ახალ დირექტორს ერთ-ერთი მსახიობის ცემაში ადანაშაულებენ, ეს საქმე კი ისევ ძიებაშია. თავად ეგუტია ბრალდებას უარყოფს და მსახიობებს დისციპლინის დარღვევაში ადანაშაულებს.