logo
ENG



ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

30 მარ 202113:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/30/kpdmstcqgb6i3p5.jpg

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობასა და განვითარებას.

მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები!" - წერს ის. 

ფარულავა ამ თანამდებობაზე 2019 წლის ივლისში დაინიშნა.


close დახურვა