logo
ENG



ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

23 იან 202016:57
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის გოგონა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგოს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში გახდა საჭირო.

როგორც ირკვევა ავადმყოფს დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს, ამიტომ პაციენტის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. სწორედ ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობისას გარდაიცვალა 22 წლის ავადმყოფი. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

როგორც კლინიკა „უნიქალ მედის“ გენერალური დირექტორი შოთა მარუაშვილი აცხადებს, პაციენტი თბილისის გადაყვანის მომენტში ძალიან მძიმე ვითარებაში იყო.

„გაურკვეველია რა ვირუსია. ანალიზები გადაგზავნილია შესაბამის დაწესებულებაში. ორი დღე იმკურნალა ჩვენს სტაციონარში და პატრონების დაჟინებული მოთხოვნით, პაციენტი გადაყვანილი იქნა თბილისში. იყო სუნთქვის უკმარისობა და ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო“, - განაცხადა მარუაშვილმა.


close დახურვა