ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს, 25 ხმით არცერთის წინააღმდეგ.
კანდიდატს მხარი დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. კენჭისყრაში ქართულ ოცნებას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია. თავმჯდომარის ასარჩევად სულ მცირე 23 ხმა იყო საჭირო. ზუგდიდში მანდატები პარტიებს შორის ასე ნაწილდება: ენმ - 22, ქართული ოცნება - 20, პარტია საქართველოსთვის - 3.