logo
ENG



ზუგდიდის საკრებულოში სხდომა გადაიდო

10 დეკ 202112:54
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა და ერთი კვირით გადაიდო. სხდომა პროტესტის ნიშნად ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ქართული ოცნების დეპუტატმა მანდატი დატოვა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, მუნიციპალიტეტებში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა. წითლიძის თქმით, სრული უმრავლესობისთვის მმართველმა გუნდმა მათ ერთი მანდატი "წაართვა", თავმჯდომარის არჩევისთვის კი ახლა პარტია საქართველოს წევრების ხმებია გადამწყვეტი.

"პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება და ამ პოლიტიკურ კრიზისზე ეკისრება ქართულ ოცნებას. საერთოდ, მომავალ სხდომაზეც აირჩევა თუ არა თავმჯდომარე, ბუნდოვანია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ღირებულებებით ვართ და ვერასდროს დავემთხვევი გახარიას პარტიას ღირებულებებში მე, მიუხედავად ამისა, მათ ზუგდიდელების ნაწილმა მიანიჭა მანდატები, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდნენ, გაერკვნენ, რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ მათ", - ამბობს წითლიძე.

ზუგდიდის საკრებულოში 45 წევრია. თავმჯდომარის ასარჩევად სულ მცირე 23 ხმა არის საჭირო. მანდატები პარტიებს შორის ასე ნაწილდება: ენმ - 22, ქართული ოცნება - 20, პარტია საქართველოსთვის - 3. 


close დახურვა