logo
ENG



ზუგდიდის ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით მსვლელობა მოეწყო

03 დეკ 201920:03
3 წუთის საკითხავი
 
dyjd5xpl6fs86c3.jpg

ქუთაისის, მცხეთის და ქობულეთის შემდეგ ხმაური იყო დღეს ზუგდიდშიც. სადაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოპოზიციას თავს დაესხნენ. ზუგდიდში ხელისუფლების პარტიული აქტივი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აქციას მართავდა უცვლელი სცენარით, - აგრესიულმა სახელისუფლებო ჯგუფებმა ზუგდიდის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით მსვლელობა დაიწყეს და ოპოზიციური პარტიის ოფისთან მივიდნენ, სადაც პარტიის რეგიონული ოფისის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ქართული ოცნების“ მომხრეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს და შუშა ჩაამტვრიეს. ოფისიდან გამოსულ შუახნის ქალს კი აქციის მონაწილეებმა პლასტმასის კასრები და კვერცხები ესროლეს. დაძაბულობის მიუხედავად, ადგილზე სამართალდამცველები დიდი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ. მომხდარი ძალადობის მიუხედავად, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 


close დახურვა