logo
ENG



ზუგდიდსა და ბათუმში პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებს

26 ნოე 202112:09
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდსა და ბათუმში პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებს. ფორმულას ცდილობს, რომ დაკავებულების რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დააზუსტოს.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ.

ისინი ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია.

ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩასაშლელად ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა.


close დახურვა