logo
ENG



ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან კოლხური ქალი-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

05 თებ 202215:30
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: Livepress

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან კოლხური ქალი-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. 

შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სამართალდამცელებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალი-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის თანამშრომლებს დღეს დილით არ დახვდათ. მათ ეს სტანდარტული შემოვლის დროს, 09:00 საათზე შენიშნეს.

დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. 

ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. 


close დახურვა