შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავა. როგორც "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, სულ საქმეზე ორი პირია დაკავებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.