logo
ENG



ზუგდიდში, სადაც უგულავაც იყრის კენჭს, ენმ-მა, შესაძლოა, კობა ნაყოფია წარადგინოს

29 აგვ 202012:14
3 წუთის საკითხავი
clock 1057
jevkxv5qf40wvzr.jpg

"ფორმულას" ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობიდან ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, შესაძლოა, კობა ნაყოფია იყოს. ინფორმაციას თავად პარტია არც ადასტურებს, არც უარყოფს.

"განხილვა ბევრ კანდიდატზე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განუცხადეს "ფორმულას" ნაციონალურ მოძრაობაში. 

ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატებად ასევე წარდგენილები არიან: გიგი უგულავა - ევროპული საქართველოდან და ირაკლი ჩიქოვანი - ქართული ოცნებიდან. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა