logo
ENG



ზუგდიდში, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა ავტომობილები

24 აგვ 202414:08
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერმა ქარმა და წვიმამ საქართველოს არაერთ რაიონში, მათ შორის ზუგდიდში, სერიოზული პრობლემები გამოიწვია.

აღნიშნულის შედეგად, ზუგდიდში მოგლეჯილია ხეები და ასევე დაზიანებულია მანქანები. ცნობილია, რომ ავტომობილების ნაწილში ადამიანებიც იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთანავე ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და კომერციული ფართები.

სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანდა გაზის მილები და ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებიც.


close დახურვა