ზუგდიდის 26-ე საარჩევნო უბნის კარი ჩაკეტილია. როგორც უბნის თავმჯდომარე ამბობს, კარი ამომრჩევლისთვის ჩაკეტილი არაა და მედიას შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევენ.
თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მედია კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გარდა ამისა, ზუგდიდი მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას პრესსცენტრის, ნენე დალაქიშვილის თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელი, რომელიც ქართულ ოცნებასთანაა აფილირებული, გაბრაზებული იყო და ამბობდა, რომ ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებდნენ.
დალაქიშვილის თქმით, მან დამკვირვებელს მიუთითა, რომ მსგავსად საუბარი არ შეუძლებოდა და უკვე უბნის გარეთ კაცმა მას ხელი დაარტყა.