logo
ENG



ზუგდიდში ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

05 იან 202122:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/2cl6tqn9apoxd0s.jpg

ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე "ფოლქსვაგენის" მარკის ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელიც, შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. 

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის აღძრული, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა