ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. კერძოდ, ერთი მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.