ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.