logo
ENG



ზუგდიდში არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს

03 დეკ 202521:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/03/u16q1ainkcl4z8p.jpg

ზუგდიდში არასრულწლოვანებმა თანატოლზე იძალადეს. კერძოდ, ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ამავე სკოლის მოსწავლე ბიჭს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და აბულინგებდნენ.

ფორმულასთვის ცნობილია, რომ შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.

მომხდარის ნამდვილობას ადასტურებს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან სამართალდამცავი უწყებები. ასევე, ის ამბობს, რომ მოხდა ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანების და მათი მშობლების გამოკითხვა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 150-ე მუხლებით, რაც ძალადობას და იძულებას გულისხმობს.


close დახურვა