ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს ჭრილობები მიაყენა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
