ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ.
ამ დროის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ერთი ადამიანი შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით თანხის გატაცება სცადა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი გასამართი სადგურის მოვალეა და მისგან თანხის დაბრუნებას სწორედ იარაღის მუქარით ცდილობდა, თუმცა ადგილზე მხოლოდ რიგითი თანამშრომლები დახვდნენ, რომელთაც თანხა ადგილზე არ ჰქონდათ.
შეიარაღებული ადამიანი ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.